Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
85

კომპანია Audi-მ თავის კლიენტებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა – ამიერიდან ავტომობილის შეძენა დილერის გარეშე, ონლაინ იქნება შესაძლებელი. 2019 წლის 5 ივნისიდან ბრენდის გერმანულ საიტზე ექსკლუზიური ვერსია Audi TT გამოიფინება. ავტომობილის ღირებულება 62 305,03 ევრო იქნება.

საპილოტე პროექტის რეალიზება მოხდება იგივე პლატფორმაზე, რომელსაც Audi 2017 წელს მეორადი ავტომობილების გასაყიდად იყენებდა. კლიენტებს შესთავაზებენ Audi TT Quantum Gray Edition-ს, რომელმაც განსაკუთრებული დეკორი და განათება მიიღო. საიტის მეშვეობით მყიდველს შეუძლია განაცხადის დატოვება და მოგვიანებით საფასურის ონლაინ გადახდა. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კი ავტომობილს გერმანიის ნებისმიერ წერტილში გაგზავნიან.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ-ვაჭრობისას მომხმარებელს სპეციალური კონსულტანტი დაეხმარება. თუკი კლიენტს სურვილი ექნება, ავტომობილის სალონსა თუ სხვა დეტალებს რეალურ დროში დაათვალიერებიენებენ.

მართალია, ონლაინ მარკეტზე დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი ავტომობილია ხელმისაწვდომი, თუმცა 2020 წლიდან არჩევანი რამდენიმე მოდელით გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული