Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
152

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ეხმიანება პრეზიდენტის მიმართვას პანდემიასთან დაკავშირებული სასწრაფო და მკაცრი ზომების შემოღებაზე და აცხადებს, რომ აქედან, ერთ-ერთი იდეა ვერ განხორციელდება.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ აუცრელი ადამიანებისთვის თუნდაც ფასიანი მკურნალობა უნდა შემოიღოს. 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული იდეის განსახორციელებლად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო:

“ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ასე რომ, არა მგონია, ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა დანარჩენში, აბსოლუტურად ყველა პუნქტში ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე მადლობა იმისთვის, რომ ყველა ის პუნქტი გააჟღერა”, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ მასთან დებატების გამართვის მოთხოვნაზეც ისაუბრა:

“ცნობილი ჯგუფია, რომელიც დებატებს ითხოვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პოზიციას, არ შემიძლია დავჯდე დებატებზე თემაზე, მაგალითად, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი”, – აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გუშინ ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.

მისივე თქმით, სასწრაფო და მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცელი ადამიანებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება – იმნაძე პრეზიდენტს პასუხობს

152
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
152
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული