Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
98

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„დონბასში ასობით ათასი ადამიანი, ათობით ათასი ბავშვი, უარს ამბობს გამგზავრებაზე. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია. ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოგიწევთ, დამიჯერეთ; და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის ოლქს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლას მოასწრებს რუსეთის არმია. მთავრობის გადაწყვეტილება სავალდებულო ევაკუაციის შესახებ უკვე არის. ყველაფერი დაგეგმილია, სრულად დაგეხმარებით, ლოგისტიკურად, თანხით – უბრალოდ საჭიროა თავად ადამიანების გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჯერ არ მიუღიათ. გაემგზავრეთ, ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ რუსეთი არ ვართ, რადგან ყველა სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად, რუსული ტერორის მაქსიმალურად შეზღუდვისთვის. ომის ამ ფაზაში ტერორი რუსეთისთვის ძირითადი იარაღია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ასობით ათასი ადამიანი, ათობით ათასი ბავშვი, უარს ამბობს გამგზავრებაზე, ჩვენ რუსეთი არ ვართ, რადგან ყველა სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ზელენსკი დონეცკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

98
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
98
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული