Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
126

ამერიკული მედიის მონაცემებით, აშშ-ის სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში იარაღის გასროლის სამი შემთხვევა, ხოლო წლის დასაწყისიდან 22 ინციდენტია აღრიცხული. ბოლო უბედური შემთხვევა ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში 18 მაისს მოხდა,  სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 13 დაიჭრა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელიც სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ხელოვნების საკლასო ოთახში გახსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ამერიკულ სკოლებში გახშირებულ ძალადობას შტატის გუბერნატორი ვიდეო თამაშებს უკავშირებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეო თამაშებია, მოზარდები ყოველდღიურად ვიდეო თამაშებს რამდენიმე საათს უთმობენ, საიდანაც სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოკლან ადამიანები,” – განაცხადა ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ოფიციალური პირები სასწავლო დაწესებულებების შესასვლელებში მეტალოდეტექტორების დამონტაჟებაზე საუბრობენ.

სანტა-ფეს სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ამავე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან დაღუპული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აშშ-ის სკოლებში გახშირებული ძალადობის მიზეზად ვიდეო თამაში სახელდება

126
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
126
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული