Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
691

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს დროებით გადააბარებს უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

კამალა ჰარისი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, ვიდრე ჯო ბაიდენი გეგმური კოლონოსკოპიის დროს ანესთეზიის ქვეშ იქნება.

შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯო ბაიდენი პარასკევს დილიდან მივიდა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ყოველწლიური სამედიცინო შემოწმებისთვის.

აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობით, ვიცე-პრეზიდენტი ჩვეულებრივ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ისეთ სამედიცინო პროცედურას გადის, რომელიც ანესთეზიას საჭიროებს.

ამგვარად, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ რამდენჯერმე გადაიბარა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ვიდრე ბუში რუტინულ კოლონოსკოპიას იტარებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეასრულებს

691
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
691
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული