აშშ-ში საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობას. მოქალაქეები ფერადკანიანთა ჩაგვრას აპროტესტებენ. ყველაფერი კი თეთრკანიანი პოლიციელის მიერ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. დემონსტრაციებს უამრავი ცნობილი სახე შუერთდა, ვარსკვლავები დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებენ.
[related_news id=”369576″ align=”left”]
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ დემონტრანტები აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნის, The Star-Spangled Banner შეცვლას ითხოვენ. მათი განცხადებით, კომპოზიცია მონათმფლობელი ფრენსის სკოტ ქეის მიერ 1814 წელს დაწერილი პოემის, Defence of Fort M’Henry ტექსტია გამოყენებული.
მოქალაქეები ქვეყნის ჰიმნად ხელისუფლებას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის ჰიტს Imagine სთავაზობენ.
შეგახსენებთ, სიმღერა ჯონ ლენონის მეორე, ამავე დასახელების სოლო ალბომში Imagine წარმოდგენილი, ის 1971 წელს გავრცელდა.