Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
970

ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებს უერთდება მსახიობი, ბიზნესმენი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი და რუსეთ-უკრაინის ომში მხარდაჭერას უკრაინას გამოუთქვამს.

შვარცენეგერი წერს:

„ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთან ერთადაა. რამდენიმე ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ მჯერა, ახლა საინფორმაციო ველი უნდა ორიენტირდეს იმაზე, თუ რა ხდება ადგილზე – იმ ტრაგედიაზე, რამაც გული გვატკინა და უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე, რომელმაც შთაგვაგონა.

მე არ ვარ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი და ანალიზს უფრო ჭკვიან ხალხს ვანდობ, ვიდრე თავად ვარ. მე ვიცი, რა არის, როცა ომის შემდგომ ქვეყანაში იზრდები, ოკუპირებულ ქვეყანაში და ვიცი, რომ ომსა და მის შემდგომ შედეგებს არავისთვის შეუძლია გამარჯვების მოტანა, ყველა იტანჯება.

მე მყავს უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი თაყვანისმცემლები, ასევე მყავს რუსი მეგობრები და ფანები. შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა ის, რაც დღეს ხდება. ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და დასრულდება ეს არასაჭირო ომი, სანამ უამრავ სიცოცხლეს წაიღებს…“

ფოტო: ტინა კუნაკი, The Weeknd, შერი, ხავიერ ბარდემი, შონ პენი და სხვები…ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად

„ბევრი თქვენგანის მსგავსად მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ – ანჯელინა ჯოლი პოსტს ავრცელებს

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

არნოლდ შვარცენეგერი: „შთაგონებულები ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცით!..“

970
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
970
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული