Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
76

ბუენოს-აირესში სისხლიანი გარჩევა მოხდა. “ბოკა ხუნიორსის” “ბარა ბრავას” ერთ-ერთი ლიდერი გუსტავო პერეირა საკუთარ სახლში დაცხრილეს.

“ბარა ბრავა” ბანდიტური წარმონაქმნია. საკუთარი “ბარა ბრავა” არგენტინის თითქმის ყველა კლუბს ჰყავს. ამ ორგანიზაციების მმართველები აქტიურად ერევიან კლუბების საქმეებში. ისინი ფინანსურ “წილში უზიან” კლუბების მენეჯმენტს. “ბარა ბრავას” რიგითი წევრები კი ჩვეულებრივი “ულტრასები” არიან.

გუსტავო პერეირა “ბოკას” “ბარა ბრავას” იერარქიაში მეორე ადამიანი იყო. მისი მეტსახელი იყო “დათვი” და იგი ერთადერთ ადამიანს “ბარა ბრავას” ნომერ პირველ ლიდერს რაფაელ დი ზეოს ემორჩილებოდა.

“დათვის” მკვლელობა რვა გასროლით მაშინ მოხდა, როდესაც იგი საკუთარ სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა. გუსტავო პერეირას მშობლის განცხადებით, მან კარი მისთვის უცნობ ადამიანს გაუღო და შემდეგ შვილთან ერთად სახლში მარტო დატოვა. ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში უცნობმა ქალბატონმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მან ბინიდან სროლის ხმა გაიგო.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

არგენტინაში სისხლიანი გარჩევებია: “დათვი” სახლში ჩაცხრილეს

76
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
76
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული