Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
57

„მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც სენატორ რიშის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იგი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედგამაცრუებელია.

შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის გამო… საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს: ჯიმ რიში

თალაკვაძის თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მხარდაჭერა ლეგიტიმური იყო.

„ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური, 7 – თვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც ბატონი რიშის ჩართულობა, ასევე ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რათა მოლაპარაკებები დასრულებულიყო, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში.

რასაკვირველია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი იყო ლეგიტიმური და ნამდვილი. მე პირადად ასე წავიკითხე ეს განცხადება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

არჩილ თალაკვაძე ჯიმ რიშის განცხადებაზე – მე ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით

57
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
57
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული