„არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – ამ მოთხოვნით კულტურის სამინისტროსთან არსებულ საფეხმავლო ხიდზე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს.
კინემატოგრაფების მოთხოვნა უცვლელია, ისინი კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნაიას დანიშვნასა და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.