„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ქალბატონმა ხათუნამ პიონერის ყელსაბამი რატომ არ ეკეთა ყელზეო…
[related_news id=”926843″ align=”left”]
არ მიყვარს ასაკზე აპელირება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მე ნამდვილად არ მომიწია პიონერობა და თქვენ ხათუნა? აშკარად იგრძნობა მასში პიონერობის „მადლი“. – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.
ინფორმაციისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, წილოსანს ამ განცხადებით მიმართა:
„ძალიან მხატვრული კითხვით მოვისმინეთ ქალბატონი წილოსანის გამოსვლა და ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენეთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს აქ, ასეთი ტონით რომ გვიკითხავთ დაწერილ ტექსტებს.“