Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
2466

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაკვეთით რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების მასშტაბური კვლევა ჩატარდა.

კვლევის მიზანი გახლავთ საზოგადოების მოთხოვნისა და რადიობაზარზე დეფიციტის განსაზღვრა.

კვლევის მეთოდოლოგიის პროცესი მოიცავდა ორ ძირითად ეტაპს. პირველი ნაწილი – თვისობრივი კვლევა – წარმოადგენდა მოსამზადებელ ეტაპს. თვისობრივი კვლევა წარიმართა ფოკუს ჯგუფების ტექნიკის გამოყენებით, ხოლო რაოდენობრივი კვლევა – პირისპირ ინტერვიუების გზით.

 

რადიოსადგურების მოსმენის სიხშირის მიხედვით რეიტინგის მოწინავე პოზიციები ასე განაწილდა.

 

არ დაიდარდო
ფორტუნა
ფორტუნა პლუსი
იმედი
ავტორადიო

 

ზუსტად ეს თანმიმდევრობაა რადიოსადგურებით კმაყოფილების კუთხითაც.

 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლიდერი რადიოსადგურები „არ დაიდარდო“ და „ფორტუნა“ საგრძნობლად უსწრებენ სხვა რადიოსადგურებს, თავად კი დაახლოებით თანაბარი შედეგები აქვთ.

ასევე ნიშანდობლივია, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კუთვნილი რადიოსადგურები (ფორტუნა, ფორტუნა პლუსი, არ დაიდარდო, ავტორადიო) მრავალი წელია მუდმივად იმყოფებიან ლიდერ პოზიციებზე.

მასშტაბური კვლევის ყველაზე საინტერესო დეტალებს „ფორტუნა“ კიდევ დაუბრუნდება და საზოგადოებას ნიუანსებსაც გააცნობს.

 

ანგარიში მომზადებულია მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ინოვას მიერ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

არ დაიდარდო და ფორტუნა მასშტაბური კვლევის უპირობო ლიდერები არიან

2466
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული