Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1695

დღეს, საქართველოში მომხდარ ორ სამწუხარო ფაქტს ეხმიანება სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძისა და გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო:

“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება საქართველოს ღირსეული მოქალაქეების, მეგი ბაქრაძის და დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.

27 წლის მედდა მეგი ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა – ოკუპაციის… არ დაგვავიწყდებით”. – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

მეგი ბაქრაძე, მედდა რომელსაც გუშინ, “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა, დღეს გარდაიცვალა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, დათა ვანიშვილის გარდაცვალების შესახებ.

2011 წელს დათა ვანიშვილს სახლის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გააბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა მას საკუთარი სახლი არ მიუტოვებია. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა.

„ჩასასვენებელი აქედან უნდა გადააწოდონ, ამ მავთულხლართებზე გადაატარონ იქით, მეზობლებს მიაწოდონ…“

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

არ დაგვავიწყდებით, 27 წლის მეგი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, დათა პაპა კი ოკუპაციის: ნინო ლომჯარია

1695
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1695
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული