Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
128

თბილისის ვიცემერი აცხადებს, რომ არ არსებობს არც ერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც “გრინსერვისს” ტენდერებში მონაწილეობას შეზღუდავს. ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა ფაქტს იმის შესახებ, რომ “გრინსერვის +” დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ორ ტენდერში მონაწილეობს.

„ვაკის პარკში მოხდა ტრაგედია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სასამართლოშია გადაცემული. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არცერთი მხარის ბრალი დადგენილი და დამტკიცებული არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შედეგი არ დადგინდება, არ შეიძლება მასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება. შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში“,- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პროკურატურამ  ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა. მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“არ არსებობს არც ერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში” – თბილისის ვიცემერი 

128
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
128
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული