Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
95

ანრი ჯოხაძის კონცერტმა ბათუმში, 30 აგვისტოს, ჩოგბურთის კორტებზე სრული ანშლაგით ჩაიარა. მომღერლის შემოქმედების მოსასმენად და მისი შოუს სანახავად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ეს იყო ანრის პირველი სოლოკონცერტი, რომელიც მან სცენაზე მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გამართა.

„ფორტუნასთან“ საუბრისას მომღერალმა კონცერტის წინ განაცხადა, რომ მასთან ერთად ამ შოუს შესაქმნელად უამრავი მისი მეგობარი ათენებდა ღამეებს. ცნობილია, რომ მისი კონცერტი არცთუ მცირე თანხა დაჯდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით ნათელი გახდა, რომ ანრი ამჯერად თბილისური სოლოკონცერტისთვის ემზადება. მომღერალმა ეკა კახიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თბილისის კონცერტზე ეკა კახიანის სიმღერასაც შეასრულებს:

„გადაწყდა. ეკას სიმღერას ვიმღერებ თბილისში გამართულ სოლოკონცერტზე. მალეეე“.

ანრის თაყვანისმცემლები ამ სიახლეს მყისვე გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ სიამოვნებით დაესწრებიან საყვარელი მომღერლის თბილისში გამართულ კონცერტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ანრი ჯოხაძე თბილისში სოლოკონცერტისთვის ემზადება

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული