Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
113

თბილისის მინი-ფეხბურთის ტურნირში ანდრეი შევჩენკო ითამაშებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ”ლელო” ავრცელებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მინი-ფეხბურთის ორი ტურნირი იგეგმება, რომლებიც პარალელურ რეჟიმში 13-15 იანვარს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საგანგებოდ ამ ტურნირისთვის ახალი ხალიჩა დაიგება. პირველ ტურნირში პრო 1 და პრო 2 ლიგების გუნდები ითამაშებენ. მეორე ტურნირი კი საერთაშორისო იქნება და მასში უცხოური ნაკრებები მიიწვიეს. მონაწილეები კლასიკური ფეხბურთის ვეტერანი ფეხბურთელები იქნებიან. მას საახალწლო-გასართობი ტურნირის დატვირთვა ექნება.

ცნობილი გახდა, რომ სფფ-მ მონაწილეობისთვის უეფას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გუნდები მიოწვია, კიდევ ერთი გუნდის ვინაობა მალე დაზუსტდება. უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო უკაპიტნებს, ფინალზე კი უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი არის მოწვეული.

15 იანვარს ფინალს ჯერ ქართული ტურნირის მონაწილეები გამართავენ, ამის შემდეგ კი – საერთაშორისო ტურნირში გამოვლენილი 2 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ანდრეი შევჩენკო თბილისში ითამაშებს

113
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
113
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული