Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
106

ამსტერდამის მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, რომ იჩივლონ ქუჩის განათებაზე, რომელიც ზედმეტად კაშკაშებს.

ამ გზით ნიდერლანდების დედაქალაქი სინათლის დაბინძურებასთან აპირებს ბრძოლას. ამავე მიზნით ქალაქში უკვე აიკრძალა საშობაო განათებები.

ლამპიონთან გამოძახებული სპეციალისტები განათებას გაზომავენ და „ეჭვმიტანილის“ ტექნიკურ დოკუმენტაციას შეისწავლიან. ამის შემდეგ ექსპერტები გადაწყვეტენ რა გააკეთონ: განათება სრულად გამორთონ თუ სიკაშკაშე შეამცირონ.

სინათლის დაბინძურება საშიშია როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველებისთვის. არასაკმარისად ბნელი ღამის გამო ცხოველებში ძილის ჰორმონის გამომუშავება მცირდება. შედეგად ისინი ადამიანების მსგავსად უძილობით იტანჯებიან, რასაც დეპრესიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
106
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
106
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული