Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
365

გლდანში გუშინ, უცნობმა პირმა გოგონაზე ძალადობა სცადა. შემთხვევა საღამოს, მეშვიდე მიკრო რაიონში, დაზარალებულის სახლთან მოხდა.

“სადარბაზოში შევედი და შემომყვა. მესამეზე ვცხოვრობ და ამომყვა, პირზე ხელი ამაფარა. მე დავიყვირე დედა მიშველე-მეთქი და თან დავარტყი. რომ დავარტყი, გაქცევა სცადა. მე დავიჭირე, რომ პატრულისთვის დამერეკა, მაგრამ მაინც გაიქცა,” – ყვება დაზარალებული “რუსთავი 2″-თან.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს დაზარალებულის მშობლები, ძმა და მეზობელი გაეკიდა. დაიჭირეს კიდეც, თუმცა მაინც გაექცათ.

დაზარალებულის მეზობლები ყვებიან იმასაც, რომ ეს გოგონებზე ძალადობის პირველი ფაქტი არაა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სექტემბერში მოხდა, როცა სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 9 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.

გლდანის მოსახლეობა სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ითხოვს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

არასრულწლოვნებზე ძალადობის მცდელობების შესახებ, საუბრობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. მათ შორის რუსთავში და ქუთაისშიც. [related_news id=”122069″ align=”center”]

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“ამომყვა, პირზე ხელი ამაფარა” – გლდანში გოგონაზე ძალადობა სცადეს

365
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
365
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული