Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
97

7 ივნისს, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი, „მდგრადი განვითარება ყველასთვისიმართება. ფესტივალის პირველ ღონისძიებას – „მომავლის პორტალი“ ამბროლაურის აეროპორტი უმასპინძლებს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნატახტარი – ამბროლაურის მიმართულებით, 7 ივნისს დამატებით ავიარეისი შესრულდება. რეისები  შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ნატახტარი – ამბროლაური: 08:00 საათი,

ამბროლაური – ნატახტარი: 09:15 საათი,

ნატახტარი – ამბროლაური: 18:30 საათი,

ამბროლაური – ნატახტარი: 19:45 საათი,

ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით.

აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

აეროპორტის შემდეგ ფესტივალი ამბროლაურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დაინიშნა

97
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
97
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული