Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
315

”ახალი მზიური”, განახლებული ინფრასტრუქტურით მსურველებს 1 ივნისს უმასპინძლებს.

ახალი მზიური” ნიშნავს ფუნქციურად დატვირთულ სივრცეს ყველასთვის, წელიწადის ყველა დროს, სხვადასხვა ღონისძიებით – აღნიშნა რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას ფოტოხელოვანმა, ”ახალი მზიურის” პროექტის ავტორმა, ანა გოგუაძემ. მისივე თქმით, განახლებული მზიური ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება მორგებული, სადაც ბავშვებიც, ახალგაზრდებიცა და ხანდაზმული ადამიანებიც მათთვის საინტერესო, კომფორტულ გარემოში მოხდვებიან.

”ახალი მზიური” თავისი ინფრასტრუქტურით თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული შშმ პირებზე. 1 ივნისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას მზიურში ე.წ. სოციალური კაფე, რომელიც არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე, სოციალურ კაფეში შესული თანხა მთლიანად უბრუნდება ისევ ”ახალი მზიურის” განვითარებას, რომ პროექტი მუდმივად არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ დონორებისა და ინვესტორების კეთილ ნებაზე. განახლებულ მზიურის მთლიან სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტმომსახურების მიღება. ”ახალი მზიურის” განახლებული ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერმა მსურველმა გამოიყენოს იქ არსებული სივრცე საკუთარი პროექტისთვის, იქნება ეს რაიმე სახის პრეზენტაცია თუ ღია ლექცია. ”ახალი მზიური” , განახლებული ინფრასტრუქტურით, 1 ივნისს ტრადიციულად ”მზის ფესტივალით შეხვდება, სადაც მსურველებს 12-დან 18 საათამდე რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ახალი მზიური 1 ივნისიდან ყველა ასაკის ადამიანს უმასპინძლებს

315
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
315
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული