Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
160

თბილისს, შესაძლოა, რამდენიმე ახალი Bus Lane დაემატოს. ამის შესახებ “ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, განიხილება აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის ავტოსადგურამდე, წერეთლის გამზირიდან პეკინის ქუჩამდე და რუსთაველიდან მელიქიშვილის გამზირისკენ სპეციალური ზოლების მოწყობა.

ქალაქის BUS LANE-ებით დაქსელვის გეგმას ტრანსპორტის სამსახური მერიას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

როგორც “ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, პეკინზე “სწრაფი ავტობუსების” გეგმამ უკვე შედეგი გამოიღო.

“აქამდე თუ პატრულის 10–ზე მეტი ეკიპაჟის გაგზავნა იყო საჭირო მოძრაობის დასარეგულირებლად, ახლა, განხორციელებული ცვლილებებით, მოძრაობა განიტვირთა და მხოლოდ ერთი ეკიპაჟის გაგზავნაა საჭირო, ისიც პიკის საათის პერიოდში”, – განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ არის პრობლემებიც, რომლებიც ჯერ არ მოგვარებულა.

“არიან მძღოლები, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ამ ზოლს გადასაადგილებლად იყენებენ. ვმუშაობთ ამ თემაზე. ვამუშავებთ BUS LANE-ის ბორდიურით გამოყოფის გეგმას”, – განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ახალი BUS LANE-ები თბილისში: “სწრაფი ავტობუსების” სისტემამ გაამართლა

160
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
160
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული