Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
[related_news id=”772132″ align=”right”]
მათი ცნობით, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
ნოემბრიდან კი, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით სალომე ზურაბიშვილმა იმგზავრა.
[related_news id=”784148″ align=”left”]