Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
131

აკაკი მინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პარტიაში რჩება.

„მინდა მივულოცო ლევან ხაბეიშვილს, თუმცა ამავე დროს გითხრათ, რომ მე მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში. ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ორივე ამ პოზიციას ვტოვებ.

ბუნებრივია, პარტიიდან არ მივდივარ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას.

ძალიან მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი და იყოს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაში,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

[related_news id=”829674″ align=”left”]

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.

რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.

ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა.. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“ – ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმიანება

„ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე..“ – როგორ ეხმაურებიან თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხაბეიშვილის გამარჯვებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აკაკი მინაშვილი: ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტებს

131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული