Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
829

4 აგვისტოს, საქართველოს კინოთეატრებში ახალი ფილმის პრემიერა შედგება, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება. საუბარი გვაქვს „თვითმკვლელთა რაზმზე“, სუპერგმირების შესახებ ახალ ამბავზე, საინტერესო გადაწყვეტით, ვინაიდან მისი მთავარი პერსონაჟები სხვადასხვა კომიქსის ბოროტმოქმედები არიან…

„DC Comics“-ის ამ ახალ ნამუშევარზე კოლოსალური თანხა დაიხარჯა, მისი პროდიუსერები გადაღებულ მასალას არ დასჯერდნენ და კიდევ რამდენიმე მილიონი დაამატეს, რათა სხვადასხვა ეპიზოდი თავიდან გადაეღოთ. ფილმის გადაღება 2015 წლის აპრილში დაიწყო და 2016 წლის ივნისში დასრულდა.

„თვითმკვლელთა რაზმის“ მთავარი კოზირი, მსახიობთა ვარსკვლავური ანსამბლის მიუხედავად, რასაკვირველია, ჯარედ ლეტოა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი გმირი ხვდა წილად, ჯოკერი. და ის რთულად შესასრულებელი იმიტომ არის, რომ ეს როლი 90-იანი წლების „ბეტმენის“ პირველ, კლასიკად ქცეულ სერიაში, რომლის რეჟისორიც ტიმ ბარტონი გახლდათ, ლეგენდარულმა მსახიობმა, ჯეკ ნიკოლსონმა განასახიერა. შემდეგი იყო ქროსტოფერ ნოლანის ტრილოგიის მეორე ნაწილი „ბეტმენის“ შესახებ,  „ბნელი რაინდი“ (2008 წ.), სადაც შესრულებული ჯოკერისთვის ჰიტ ლეჯერის გარდაცვალების შემდეგ „ოსკარი“ გადაეცა. ბევრი დავობდა იმის შესახებ, ვინ აჯობა ამ როლის განსახიერებაში, ჯეკ ნიკოლსონსაც და ჰიტ ლეჯერსაც, ამ მხრივ, საკუთარი მიმდევრები ჰყავს, თუმცა „აიემდიბის“ რეიტინგის მიხედვით, „ბნელი რაინდი“ 250 ყველა დროის საუკეთესო ფილმს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. ორივე მსახიობმა ეს როლი ბრწყინვალედ შეასრულა. ასე რომ, ჯოკერი ერთგვარი გამოწვევაა ყველა დიდი მსახიობისთვის ან იმ მსახიობისთვის, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად იბრძვის.

როგორია ჯარედ ლეტოს ჯოკერი? ამას 4 აგვისტოს გავიგებთ, როდესაც ფილმის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცემა. „თვითმკვლელთა რაზმის“ პირველ პოსტერზე, რომელიც ინტერნეტი გამოჩნდა, სწორედ ეს გმირი იყო გამოსახული. დაინტერესებულ მაყურებელს, რომელთა რაოდენობა არც ისე მცირეა, პირველ რიგში, ჯარედ ლეტოს გრიმის შეფასებამ მოგვიწია, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია.

„თვითმკვლელთა რაზმი“ კი ამჯერად ბეტმენის ჭრილში არ არის გადაწყვეტილი, საიდუმლო სამთავრობო ორგანიზაცია ასევე საიდუმლო მისიისთვის დაპატიმრებულ სუპერვილანებს გაათავისუფლებს, მათ შორისაა სწორედ ჯოკერიც. სხვა როლებს უილ სმიტი, ვაიოლა დევისი, მარგო რობი განასახიერებენ.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აჯობებს თუ არა ჯარედ ლეტო ჯეკ ნიკოლსონსა და ჰიტ ლეჯერს

829
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
829
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული