Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
108

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა უხვი ნალექის გამო მდინარე წყალწითელას ადიდებამ გამოიწვია.

„აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა დააზიანა – სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

108
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული