Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
141

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში ბრალდებული დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, დაზარალებულის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 27 მაისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ადევნებასა და უკანონო თვალთვალში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

141
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
141
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული