Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
67

მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

ელენე ხოშტარიამ გადასხმისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა

წილოსანმა თქვა, რომ ხოშტარიას გამო ადამიანურად ძალიან ნერვიულობს და უნდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს:

“მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიციები და მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გვქონდეს რაიმე განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, შიმშილობა შეწყვიტოს.” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, მას აქვს მხოლოდ ადამიანური სურვილი, რომ ხოშტარია იყოს კარგად და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და არც გადახსმებს გაიკეთებს, სანამ ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ხოშტარია პროტესტის უკიდურეს ფორმას 3 ნოემბრიდან მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ადამიანურად ძალიან ვნერვიულობ ხოშტარიაზე და მინდა, შიმშილობა შეწყვიტოს: წილოსანი

67
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
67
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული