Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
140

სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს. 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ” – აცხადებს შსს.

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი, ევ­რო­პის 2020 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი, იური ლო­მა­ძეა.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მისი ძმაც არის.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოტივად შურისძიება სახელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებიდან ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენია

140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული