Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
336

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან და უკვე მის მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თინათინ ზოიძისა და სულხან ღლონტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და აჭარაში სეზონურობის დაძლევას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. [related_news id=”209809″ align=”left”]

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს. ის ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ჩართულია რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში.

თინათინ ზოიძე 2008-2009 წლებში სწავლობდა ლატვიაში ჰუმანიტარულ,  პარალელურად კი ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სპეციალობის მაგისტრია. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

336
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
336
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული