Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
635

ლაქშერი კემპინგის სივრცე Hill Inn მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, მოგზაურები მთიანაჭარაში დასვენებას ხეზე განთავსებულ სახლში შეძლებენ. Hill Inn-ის სახლი ხეზე მოიცავს 2 პანორამულ საძინებელს, ინტერიერის ჰამაკს, სამზარეულო აღჭურვილია ტექნიკით. სახლს აქვს პანორამული აბაზანა და დიდი ვერანდა, სადაც დაგხვდებათ ექსტერიერის ავეჯი და გრილი. ინფორმაციას ვებგვერდი Pompok.com ავრცელებს.

შეგახსენებთ, მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში 2020 წლის მაისში კემპინგისთვის ახალი ლოკაცია Hill Inn გაიხსნა და ის ადგილობრივ ტურისტებში უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„თუ გსურთ, მთაში სრული კომფორტისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაისვენოთ, მაშინ ქედის სოფელ დანდალოში არსებული ლაქშერი კემპინგი თქვენთვისაა. Hill Inn ლაქშერი კემპინგის სივრცეა, სადაც დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროს ნომრები პანორამული ხედებით. Hill Inn გთავაზობთ: ორადგილინ ნომრებს სახლის კინოთეატრით და მცირე ბიბლიოთეკით, ამფითეატრს კოცონისთვის,  მოსასვენებელ სივრცეებს, სპა ზონას (ჯაკუზი და საუნა)“, – აცხადებენ Hill Inn-ის შემქმნელები.

Hill Inn-ის მიზანია, საქართველოს მთიან რეგიონში დამსვენებელს მაღალი კლასის სერვისი შესთავაზოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

აჭარაში „სასტუმრო“ ხეზე მოაწყვეს – პანორამული აბაზანა, დიდი ვერანდა და საძინებლები

635
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
635
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული