Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
113

დღეს ბათუმის სტადიონზე “აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნოო 5 წლის განმავლობაში, “აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

„აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც  ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც  ბათუმის ახალ თანამედროვე სტადიონს, სადაც უამრავ კარგ თამაშს ვიხილავთ და ბევრ დადებით ემოციას მივიღებთ, ახალი სახელწოდება მიენიჭა – “აჭარაბეთ არენა”. დღეს კი, ბათუმის დინამო პირველად ითამაშებს “აჭარაბეთ არენაზე” და იმედი გვაქვს, ახალი სახელი იღბლის და ბევრი წარმატებების მომტანი იქნება. წინ ბევრი საინტერესო მოვლენა და დიდი სანახაობა გველის,“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

ცნობისთვის, ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ბათუმის „დინამო” მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად, სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის” მატჩებსაც უმასპინძლებს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს “აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„აჭარაბეთ არენა“- ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

113
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
113
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული