Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
464

მოცეკვავე ზანდა კონცელიძე, რომელიც 25 ოქტომბერს ავარიაში მოჰყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო, ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.

„ესაჭიროება გააუდებელი ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს, გთხოვთ გადავარჩინოთ ამ ულამაზესი პატარა გოგოს სიცოცხლე“ – ზანდა კონცელიძეს, რომელიც ავარიაში მოჰყვა და მისი მდგომარეობა მძიმეა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ზანდა კონცელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამასთან, აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, რეაბილიტაციას სახლში აგრძელეს, ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ კი მკურნალობა თურქეთში უნდა გააგრძელოს.

10 ნოემბერს, ფოთში ზანდას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება:

„25 ოქტომბერი იყო…! გადავრჩით ყველა, უფლის წყალობით და თქვენი გვერდში დგომით. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამხელა სითბოსთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის.

არ ვიცი, რით დაგიმსახურეთ, არ ვიცი, მართლა ცხოვრებაში ა გავაკეთე ისეთი, რომ მე ეს სიყვარული დავიმსახურე. გხედავთ, გიმახსოვრებთ და გაგიფრთხილდებით ყველას.

არ ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ, რა გავაკეთო, რომ ეს ყველაფერი დაგიფასოთ. მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს, ქირურგებს, ექთნებს, ინტერნებს.

ელენა გამხუაშვილი – მადლობაა შენ ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დედაჩემს ზურგს უმაგრებდი, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე და ამ ეტაპზეც აკეთებ საუდის არაბეთიდან იმიტომ, რომ ჯერ ბრძოლა არ დაგვიმთავრებია, გიჟი, გადარეული და ჩემი ელე ხარ შენ.

დე, შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ სამყაროში და მეამაყები. არ ვიცი, ამდენად ძლიერი როგორ ხარ, მაგრამ ვამაყობ შენით დე. მახსოვს, მართვით სუნთქვაზე რომ ვიყავი, პატარა წერტილივით გულზე იჯექი და სუნთქვას მასწავლიდი. არ ვიცი, ეს სასწაული არის თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ შენ მყარა რომ იდექი გარეთ, მეც მაგიტომ წამოვჯექი.

მადლობა ჩემს მოცეკვავე-მომღერალ ბავშვებს. თქვენ ცალკე სასწაული ხართ. მადლობა ყველას ხალხნო. ბოდიში, ყველას ვერ გწერთ, ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ გპირდებით, ყველა მონაწერს წავიკითხავ.

ამ ეტაპზე ვიმყოფები სახლში და რეაბილიტაციას ვაგრძელებ სახლში! ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ უნდა წავიდე თურქეთში და გავაგრძელო მკურნალობა.

10 ნოემერს, ქალაქ ფოთში 18:30 საათზე სოფია აბშილავა, მონიკა ყურაშვილი, ჩემი გადარეული გოგოები მართავენ საქველმოქმედო ღონისძიებას ჩემთვის და ყოველდღე თავისუფლებაზე დღემდე ცეკვავენ ბავშვები ჩემ გამო, იმიტომ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა…

ანა ზუკაკიშვილი – შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ! გაფასებ ზუკაკ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, მიყვარხართ ძალიან“, – წერს ზანდა კონცელიძე სოციალურ ქსელში.

„ზანდა ეწევა ჯანსაღ ცხოვრებას და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! ავარიაში მოხვედრამდე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში“ – რას წერს მოცეკვავე ზანდა კონცელიძის მეგობარი

„ვიშოვეთ სისხლი, ბევრი დონორი გამოჩნდა..გუშინ საღამოს გვითხეს, რომ სისხლის ჩაქცევა აქვს მუცელში“ – რას ამბობს ზანდა კონცელიძის ძმა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„არ ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ, ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ მკურნალობა თურქეთში უნდა გავაგრძელო.. 10 ნოემბერს ჩემთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება“ – მოცეკვავე ზანდა კონცელიძე, რომელიც მძიმე ავარიაში მოჰყვა, მიმართვას ავრცელებს

464
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
464
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული