8 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აფხაზეთში დივერსანტების ჯგუფმა შეაღწია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის არ ადასტურებენ.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს:
„აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის დადასტურებული არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები გულრიფშის რაიონში ეძებდნენ შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.