„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა.
ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტებმა სთხოვეს შეეფასებინა მელიას განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“.
პასუხად ხაბეიშვილმა განაცხადა: „ფილმში „თოჯინები იცინიან“ არის სევერიან წივწივაძე, მუდმივად რომ სათამაშოებზე ლაპარაკობს, ხომ იცით? ეს არის ჩემი კომენტარი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიამ განაცხადა: „ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.