მომღერალი გია ბაღაშვილი 29 ოქტომბერს იუბილარი იყო. საკუთარ დაბადების დღეზე ბაღაშვილი ათენში იმყოფებოდა, სადაც ქართული პოლიფონიური მუსიკის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მღერის ათენში მყოფი დოდონა ნამორაძე გია ბაღაშვილის აკომპანემენტით.
დოდონას ნამღერმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„სასწაული გოგო ხარ“,
„გოგო კი არა, მთელი ორკესტრი ხარ, გულის სიმებს ეხება შენი ნამღერი“. – წერენ სოციალურ ქსელში.
გია ბაღაშვილი იუბილარია: „ეს დაბადების დღე განსხვავებული და მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა…“