ბრედ პიტის „ფან გვერდი“ მსახიობის ფოტოს ავრცელებს. 59 წლის პიტი ცნობილ იუველირთან, სეტ ჰარი კალსასთან ერთად სახლის ვიტრაჟებთან პოზირებს.
მათ კუბოკრული, ფანელის პერანგები აცვიათ და ერთმანეთს საოცრად დამაინტრიგებელი მზერით უცქერენ. აღსანიშნავია, რომ ბრედი და კალსა ერთად მანამდეც არაერთხელ გადაუღიათ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.
„ეს რა მზერაა?“, „ბრედის ახალი ქალბატონი?“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეს პიტისა და ინეს დე რამონის მორგი ერთობლივი ფოტოები გავრცელდა. პაპარაცებმა წყვილი U2-ს კონცერტზე გადაიღეს.