Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
281

„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ძალიან ბევრი ექიმი ჩაერთო. ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად, სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, „ყოველდღე იღებს უამრავ წერილს, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ხალხი, როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა“.

„ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასაცილოდ გვაქვს საქმე, როცა გაჭირვებული ადამიანი მწერს, რომ გაჭირვების გამო, არჩევანს აკეთებს საკვებსა და ექიმთან ვიზიტს შორის.

როცა მშობლებს, საკუთარი შიმშილის ფასად უწევთ ჩვილი ბავშვების გამოკვება, როცა სრულყოფილი მკურნალობის მიღება ფუფუნების საგნად გადაიქცა. დღეს საქართველოში ჯანდაცვაც კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის კლანისთვის და არა თითოეული თქვენგანისთვის.

მე, სოფო ჯაფარიძე, ვიქნები იქ, სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. მე ყველაზე კარგად მესმის თქვენი, როგორც დედას, როგორც ქალს და როგორც შვილს. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. პროექტი დაიწყება 4 ნოემბერს და საიდან დავიწყებთ, დეტალებს აუცილებლად მალე გაიგებთ“, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

„მოქალაქეებისთვის ბევრი აქვს სათქმელი.. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა“ – სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

ხვალიდან ვიწყებ „გამარჯვების კამპანიას“, მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას – სოფო ჯაფარიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სოფო ჯაფარიძე: „მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ“

281
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
281
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული