ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა, რომელიც ტელეწამყვან თიკა ფაცაციას მიჰყავდა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი და ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი გაიმართა.
ვიდეო: „ასე უფრო კარგი იყო“ – სადღესასწაულო საღამო ხობში და თიკა ფაცაციას ემოციური მიმართვა მეგრულად
ხობში გამართული გალა კონცერტის გარდა, თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამ“ გვერდზე მიმდევრებს ფოთის მონახულების შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და ამასთან, მამასთან ერთად გადაღებული კადრებიც განათავსა.