Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
185

პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

„კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში.. ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს!“ – მამუკა ხაზარაძე 

როგორც ზვიად კორძაძემ საქალაქო სასამართლოსთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ირაკლი კობახიძისგან მის მერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ:

„10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ცნობები გავრცელდა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ცრუ ფაქტების გავრცელებაა.

ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან, მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს ფულის გათეთრება ხდებოდა“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პრემიერის იმპიჩმენტის თაობაზე მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აღნიშნული „ცარიელი სპეკულაციაა“.

„შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც მაშინ წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო ამ ყველაფერში არ არის, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. შესაბამისად, დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – „ვითხოვთ მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას“

185
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
185
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული