Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
147

„თქვენ გახსოვთ, პრეზიდენტის განცხადება, რომ ის იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. ისმის კითხვა, რატომ არ შეუწყვიტა [ოთარ ფარცხალაძეს] დაუყოვნებლივ მოქალაქეობა? თავად ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მან 2-ჯერ შეცვალა პოზიცია. ჩვენც გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები. ფაქტია, მათ უნდოდათ მომხდარიყო არეულობა, დესტაბილიზაცია, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში, რასაც რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. ყველაფერი გაკეთდება რომ იყოს მშვიდობა“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მმართველი გუნდის წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს

„პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე – თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

[related_news id=”923487″ align=”left”]

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ბრალდებასაც, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა მმართველი გუნდის დავალებებს ასრულებდეს. ბერაძე ამბობს, რომ ეს სიცრუეა.

„ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი

„ვცდილობ, მოვერიდო ასეთი სიტყვების გამოყენებას ქალი პრეზიდენტია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას – იმდენად შეშინებულია, ელჩებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუხმო“ – მდინარაძე

„დიდი ხანია ჩვენს გუნდთან პრეზიდენტს კომუნიკაცია არ გააჩნია. თქვენ იცით, ის ამბობდა რომ ჩვენ არ ვიყავით კანდიდატის სტატუსის ღირსი. ამას აცხადებდა 1 წლის წინ და ამას აცხადებს დღესაც. როგორ შეიძლება ამ შეფასებების შემდეგ ითქვას, რომ ჩვენ ერთად ვთამაშობთ იმ თამაშს, რაც არის დღეს ქვეყანაში?! ეს გამორიცხულია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

გადაცემაში „დღის თემა“ რიმა ბერაძემ ოთარ ფარცხალაძის საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

„რა თქმა უნდა, შევეცდებით ყველანაირად, რომ ყველაფერი მოხდეს კანონიერად“ – განაცხადა დეპუტატმა „ფორტუნას“ ეთერში.

„პრეზიდენტი გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობა შეეწყვიტა.. რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაურია, მისი ქმედებები კითხვებს აჩენს“ – ანა დოლიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„უნდოდათ მომხდარიყო არეულობა, დესტაბილიზაცია, გახსნილიყო მეორე ფრონტი“ – რიმა ბერაძე პრეზიდენტზე

147
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
147
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული