Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
143

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, მაკრონმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა, რათა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე და რეგიონის მომავალზე ესაუბრა.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა.

ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის,“ – ამბობს ემანუელ მაკრონი.

მისი განცხადების თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„მოგესალმებით პარიზიდან“ – სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

143
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
143
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული