თბილისში დაკარგული 14 წლის გოგო, პოლიციამ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, ლიზი თავს კარგად გრძნობს.
გოგონას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.