Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
445

ბუნების დაცვის გლობალური სტრატეგიისა და „მდგრადი მომავლისაკენ“ კამპანიის  ფარგლებში, Samsung Electronic-ის საქართველოს წარმომადგენლობამ თბილისის გამწვანებაში წვლილი შეიტანა. კომპანიის თანამშრომლებმა ორთაჭალაში, დიმიტრი გულუას პირველი ჩიხის N6-ში, ახლად გახსნილ სკვერში ხეები დარგეს, რომლებიც შერჩეული იყო რაიონის გამგეობასთან შეთანხმებით.

„ყოველდღიური მდგრადობის“ სტრატეგიის მიხედვით, მწვანე ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ არა მხოლოდ წარმოების პროცესის უსაფრთხოების ორგანიზებაში, არამედ პროდუქციის შემადგენლობის განსაზღვრაში. მწვანე ტექნოლოგიები გლობალური კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად და ბუნების დაცვის მიზნით გამოიყენება.

ამ აქციით Samsung-მა და მისმა თანამშრომლებმა აჩვენეს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარემოსდაცვით ღირებულებებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

Samsung-ის გარემოსდაცვითი სტრატეგიის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს გლობალურ ინიციატივებს, რათა ავაშენოთ ჯანსაღი და ნათელი მომავალი ადამიანებისთვის, პლანეტის რესურსების გათვალისწინებით. კომპანია გამოხატავს ერთგულებას პლანეტის მიმართ, არა მხოლოდ გამწვანების მხარდაჭერით, არამედ არსებული ნარჩენების გადამუშავებითა და  გამოყენებით. წარმოების მთლიანი ციკლის განმავლობაში, Samsung ითვალისწინებს პლანეტის საჭიროებებსა და საფრთხეებს და სულ უფრო ხშირად გამოიყენებს მეორად ნარჩენებს, მათ შორის ოკეანიდან შეგროვებული ბადეებისა და პლასტმასის რეციკლირების სახით.

2018 წლიდან სამსუნგმა ასევე დაიწყო მაღალი ხარისხის რეციკლირებული ქაღალდის გამოყენება შეფუთვის დიზაინში, რამაც შეამცირა პლასტმასის გამოყენება და შეფუთვის ელემენტების რაოდენობა. კომპანიის მიზანია საკუთარი ნარჩენებისაგან ქაღალდის შექმნა, ასევე ეკო-დიზაინის პოპულარიზაცია.

კომპანიის წარმომადგენლების აზრით, თუ ყველამ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა პლანეტის მდგრადობისკენ, შეიძლება დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„მდგრადი მომავლისკენ“ – Samsung Electronics თბილისში ხეების დარგვის კამპანიაში ჩაერთო

445
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
445
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული