Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
232

გორის რაიონულმა სასამართლომ მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, თარაშ კანდელაკი ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება სასამართლოს დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.

კანდელაკი სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ 126 მუხლის პირველ ნაწილში ცნო, რაც ძალადობას გულისხმობს და 8 თვით და 25 დღით პატიმრობა შეუფარდა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ და „ჯერარსის“ კლინიკები ვალდებული არიან ოჯახს პასუხი გასცენ: რატომ დადგა ერეკლე თედლიაშვილის ფატალური შედეგი

კანდელაკს აღნიშნული სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, რადგან წინასწარ პატიმრობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებოდნენ.

თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 2020 წლის 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ერეკლე თედლიაშვილს დაუფიქსირდა ასფიქსია, რაც კავშირში საერთოდ არ არის მის პირველად ტრავმასთან” – ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ადვოკატი

შემთხვევა 2020 წლის ზაფხულში, 8 ივნისს, რესტორან „ჟოზეფში“ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები სწორედ თარაშ კანდელაკმა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სასამართლომ თარაშ კანდელაკი ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში უდანაშაულოდ ცნო

232
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
232
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული