Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

იტალიაში, სარდინიის სანაპიროებზე ტურისტების დასაშვებ რაოდენობასთან დაკავშირებით წესი შეცვალეს. მიზანი – უნიკალური ბუნების შენარჩუნებაა – ხალხის დიდი ნაკადი ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნაგავს ტოვებს, ასევე ზრდის ხმაურის და შუქის დაბინძურებას. ეს ყველაფერი კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, მაგალითად ველურ ცხვრებს და მიმინოებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება 4 პლაჟს და დღის განმავლობაში მათ ტერიტორიაზე 250-300 ტურისტზე მეტი აღარ დაიშვება. გარდა ამისა, რამდენიმე სანაპირო ფასიანიც გახდება და მათზე მოხვედრის მსურველებს 6 ევროს გადახდა მოუწევთ.

იმ ტურისტებს, რომლებსაც ამ პლაჟებზე სურთ დასვენება, ადგილები სპეციალური აპლიკაციით Cuore di Sardegna უნდა დაჯავშნონ, თანაც მინიმუმ 72 საათით ადრე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წესები სარდინიისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მაგალითად, კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე მეთევზეთა სოფელ სტინტინოში წელიწადში მხოლოდ 1,5 ათასი ადამიანი დაიშვება. ამასთან, ვიზიტის ღირებულება 3,5 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული