Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
420

საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატების მიერ პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის კანონპროექტის განხილვა ცხარე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. რეგლამენტში ცვლილებები დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიდა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „დღეს ინიციატორებისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები, რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე ქილიკით საუბრობს, ერთმანეთს ემთხვევა“.

„გულწრფელად გეუბნებით, დღეს მიჭირს კითხვების დასმა, ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ, ქალბატონო ხატია, მაგრამ ნამდვილად მიჭირს. მადროვეთ. გულწრფელ პასუხს ველი. ფაქტია, რომ დღეს ერთმანეთს ემთხვევა, თქვენი და „ქართული ოცნების“ ინტერესები, რომელიც დღეს თქვენს მიერ ინიციირებული კანონის გამო საუბრობს ქილიკით საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ თვისობრივ დაშლაზე. ვერ მოგართვით“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას ამ პოზიციას ხატია დეკანოიძემ „გაუგებარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მან და რომან გოცირიძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ბევრად ადრე დატოვეს, ვიდრე ფრაქციის ოთხი დეპუტატი ხმას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მისცემდა.

„მე პარტია და ფრაქცია დავტოვე არა იმიტომ, რომ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მინდოდა, არამედ, დავტოვე კონკრეტული მიზეზების გამო. ეს მიზეზები ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა კარგად იციან.

ბრალდებები, რაც ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ფრაქციის დაშლასთან დაკავშირებით ისმის, შეურაცხმყოფელია ადამიანებისთვის, ვინც ამ ფრაქციაშია“, – მიმართა ხატია დეკანოიძემ თინა ბოკუჩავას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ, მადროვეთ“ – სიტყვიერი დაპირისპირება თინა ბოკუჩავასა და ხატია დეკანოიძეს შორის

420
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
420
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული