მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებმა პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა გააპროტესტეს.
როგორც კალატოზიშვილმა აქციაზე განაცხადა, საქართველოს ჰყავს ღიად რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირ ღალატს ხელს აწერს.
„მარტო ბრიყვი ან გარიგებული ადამიანი არ აღიარებს იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში.
რუსული კანონი იყო ფანდი ალბათ ეს რომ მომხდარიყო.
გამოვალთ რუსული ფრენის წინააღმდეგ, მერე კიდე რაღაც რუსულის წინააღმდეგ. დაუმორჩილებლობის იქით ვეღარ ვხვდები რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა.
მართლა ძალიან მშურს უკრაინელების. მაიდანი იყო მშვიდობიანი აქცია, ჩვენზე მეტად პრორუსი ხელისუფლება ჰყავდათ, თავისი ერთობით, ერთად დგომით და იმით, რომ ისინი ვერ გატეხეს, მიაღწიეს იმას, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალა…
ჩვენ გვყავს ღიად რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირ ღალატს აწერს ხელს.
მთელი გულით მინდა ვთხოვო სამხედროებს, ჯარს, პოლიციას, სპეცნაზს, მათი გმირები უნდა იყვნენ ოთხოზორია და ანწუხელიძე და არა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები.
როგორც საქართველოს მოქალაქე, გთხოვთ გამოფხიზლდით, არ შეიძლება, ჩვენ ბრძოლის სხვადასხვა ბარიკადებზე ვიყოთ, როდესაც რუსეთზეა საუბარი,“ – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.