Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
273

პიანისტი გიორგი გიგაშვილი გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” სტუმარია, სადაც ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

„ეს ძალიან უცაბედი გადაწყვეტილება იყო. ისრაელში ვაგნერს იმიტომ უკრავ, რომ საზღვრები წაშალო. ვაგნერის დაკვრა იმიტომ არ მინდოდა, რომ მე ანტისემიტი ვარ, არა. ეს იყო ჩემი აღმზრდელის, მასწავლებლის საყვარელი პიესა. ჩემმა შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ ეს დამეკრა.

არ ვარ მომხრე, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, რადგან ისინი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. რატომღაც ვაგნერის დაკვრა ყოველთვის ცუდად აღიქმება. მე პირადად ნებისმიერ პრემიას, მაყურებლის მხრიდან ყურადღება და მოწონება მირჩევნია”, – საუბრობს გიორგი გიგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პიანისტი რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ნიკოლოზ რაჭველი: „საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე კონკურსებზე. პრესა კი პირდაპირ უწოდებს გიორგის გენიას საქართველოდან…“

„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა

„გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია…იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა” – ნიკოლოზ რაჭველი

„დღეს რუბინშტეინის კონკურსის ფინალია… გთხოვთ, ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს! ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი!“ – ნიკოლოზ რაჭველი

ცნობილია, რომ ვაგნერი ანტისემიტური შეხედულებებით გამოირჩეოდა, მისი მუსიკის მოყვარულებს მიეკუთვნებოდა ადოლფ ჰიტლერიც. ამის და ვაგნერისადმი, ზოგადად, ნაცისტების დამოკიდებულების გამოა, რომ ისრაელში დღემდე ბევრს მიაჩნია მიუღებლად, ჰოლოკოსტის მსხვერპლისადმი უპატივცემულობად, ამ დიდი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებების საჯაროდ შესრულება ისრაელში.

ისრაელში ბოლო წლებში რამდენჯერმე შესრულდა ვაგნერის მუსიკა კონცერტებზე. ყოველი მათგანი სკანდალით მთავრდებოდა და ხანგრძლივ დებატებს იწვევდა. საყურადღებოა, რომ ეს ტაბუ არსებობდა ჯერ კიდევ 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე: ის ისრაელის ფილარმონიის ორკესტრმა, მაშინ პალესტინის ორკესტრმა შემოიღო 1938 წელს, გერმანიაში ებრაელებზე ნაცისტების თავდასხმების გამო პროტესტის ნიშნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: „არ ვარ მომხრე, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, რადგან ისინი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან” – გიორგი გიგაშვილი

273
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
273
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული