Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
131

„რუსეთი დათანხმდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ორი ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ,“ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან, ორივე ქვეყნის მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისგან, კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას და სწორედ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ „გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: იყო ორივე – უარყოფითი, იყო ასევე თავშეკავებული“ – ასე შეაფასა პესკოვმა ქართველი პოლიტიკოსების მათ შორის, პრეზიდენტის განცხადება რუსეთის გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება“ – დიმიტრი პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე

131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული