Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
111

აშშ-ში, ლუიზიანას შტატის პოლიციამ დააკავა ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც ბანკის გაძარცვა სცადა. Nola-ს ინფორმაციით, ამ ისტორიას უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ მძარცველი ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა.

63 წლის კეტი ლინ ჰამილტონი ბანკში მივიდა და მოლარეს გადასცა წერილი, სადაც ეწერა: „ ეს ძარცვაა. ჩადეთ ფული ჩანთაში, თორემ მსხვერპლი იქნება“.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ დგას ჰამილტონი რიგში ყავარჯნებზე დაყრდნობილი. მოლარემ მოთხოვნა შეასრულა და პენსიონერს 500 დოლარი გადასცა, თუმცა ქალმა შორს წასვლა ვერ მოასწრო. ბანკის დაცვამ ის პოლიციის მოსვლამდე დააკავა. შემდეგ ადგილზე ფედერალური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ამერიკელი წაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ლინიმ ბანკის გაძარცვა 2014 წელსაც სცადა და მაშინაც უშედეგოდ. მძარცველი მაშინ დააპატიმრეს, როცა ველოსიპედით ცდილობდა გაქცევას. 2015 წელს ქალი დამნაშავედ ცნეს და ბრალის აღიარების შემდეგ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული